ფეხბურთი

17:35 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა პოგბას შესაძლო დაბრუნება ახალ ტრანსფერს შეადარა

„მაჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, ჟურნალისტებს პოლ პოგბას სავარაუდო დაბრუნების შესახებ ესაუბრა.

ფრანგს ტრავმის გამო, სექტემბრის შემდეგ აღარ უთამაშია. წინა დღეებში ისეთი ინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს პოგბა „მანჩესტერის“ მაისურით აღარ ითამაშებდა.

„პოლის აღდგენის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ვნახოთ, როდის შეძლებს თამაშს. მისი დაბრუნება ჩვენთვის ახალი, მსოფლიო მნიშვნელობის ტრანსფერის ტოლფასი იქნება. პოგბა ხომ არაჩვეულებრივი ნახევარმცველია.

კვირას თუ ითამაშებს? არა. ახლა ზუსტად ვერ გეტყვით როდის დაბრუნდება მინდორზე. ვნახოთ, როდის დაიწყებს ვარჯიშს ჩვენთან ერთად.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

0.111655