ჩემპიონთა ლიგა ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში "ლივერპული" შინ "ნაპოლის" 1:1 დაუზავდა. მატჩის მე-19 წუთზე ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფაბინიომ ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.
daily Mail-ის ინფორმაციით 26 წლის ფეხბურთელს ტრავმის გამო 4-6 კვირა გაუცდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ "ლივერპულის" 8-10 შეხვედრას გამოტოვებს.
ფაბინიო "მონაკოდან" "ლივერპულში" 2018 წელს გადავიდა. მას შემდეგ "მერსისაიდელთა" მაისურიტ 60 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია