ფეხბურთი

0:08 | 29.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ინციდენტი ევროპა ლიგაზე: პელეგრინის თურქმა გულშემატკივრებმა თავი გაუტეხეს (+VIDEO)

ევროპა ლიგაზე იტალიური „რომა“ სტამბოლში „ბაშაკშეჰირს“ ესტუმრა და შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.

54-ე წუთზე, როდესაც სტუმართა ნახევარმცველი ლორენცო პელეგრინი კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა, ტრიბუნიდან ნასროლი საგანი თავში მოხვდა და სისხლი წასკდა. შედეგად, მთავარმა მსაჯმა მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მალევე სიტუაცია დამშვიდდა და თამაშიც გაგრძელდა.

შეხვედრა „რომამ“ 3:0 მოიგო და ჯერ ვერ გაიფორმა პლეი-ოფის საგზური, მაგრამ ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „ვოლფსბერგერთან“ ფრეც დააკმაყოფილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116295