ფეხბურთი

21:47 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაინგოლანი: "მინდა "ინტერს" დავუმტკიცო, რომ შეცდა"

"კალიარის" ბელგიელმა ფეხბურთელმა რაჯა ნაინგოლანმა განაცხადა, რომ კარგ ფორმაშია და სურს "ინტერს" დაუმტკიცოს, რომ მისი გაშვებით შეცდა. "ნერაძურიმ" ნახევარმცველი "კალიარიში" ერთი წლით გაანათხოვრა.

"მინდა "ინტერს" დავუმტკიცო, რომ ჩემი განათხოვრებით შეცდომა დაუშვა. კარგად ვთამაშობ და "'კალიარიც" კარგ ფორმაშია. შესაძლოა ადრე არ უნდა ავღნიშნავდე, თუმცა ასეთი შედეგი ჩემთვის წარმატებაა. ბოლო პერიოდში ცოტა დავწყნარდი. უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული ბავშვებზე და მინდა უფრო მეტი გავაკეთო მათთვის, მაშინ როდესაც ჩემი მეუღლე კიბოს ებრძვის. საბედნიეროდ, მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს." - ციტირებს Football Italia ნაინგოლანის სიტყვებს.

"ინტერმა" რაჯა 2018 წელს "რომადან" დაიმატა, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კი ფეხბურთელი "კალიარიში" გაანათხოვრეს. მიმდინარე სათამაშო წელს ნაინგოლანმა 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა სამი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. "კალიარი" სერია A-ს ცხრილში 25 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება.

0.112345