გერმანელ ფეხბურთელს იულიან დრაქსლერს "პარი სენ ჟერმენის დატოვება არ სურს და შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს. როგორც Spox-სთან საუბრსას ნახევარმცველმა განაცხადა, მას კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებს და არსებობს ალბათობა კონტრაქტის გადახედვისა.
დრაქსლერმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რადგან ფეხის ტრავმა ჰქონდა. გერმანელი პსჟ-მ 2017 წელს "ვოლფსბურგიდან" დაიმატა და მას შემდეგ ჩატარებულ 125 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 27 საგოლე გადაცემა შეასრულა.