ფეხბურთი

20:26 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდემ "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ურუგვაის ეროვნული ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ "რეალთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა.

ესპანური გამოცემის ცნობით, კლუბი აღნიშნულ ინფორმაცია უახლოეს მომავალში დაადასტურებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 750 მილიონი ევრო იქნება.

"სამეფო კლუბმა" სამხრეთამერიკელი "პენარიოლიდან" 2016 წელს დაიმატა. მას შემდეგ ვალვერდემ პირველ გუნდში 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.103245