ფეხბურთი

14:46 | 28.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი „ჰერტას“ 2020 წლის ზაფხულში ჩაიბარებს

მიმდინარე სეზონის შემდეგ, „ჰერტას“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, „ბაიერნის“ ყოფილი დამრიგებლის, ნიკო კოვაჩის მიწვევას აპირებს - წერს გერმანული Kicker.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ სეზონის ბოლომდე ბერლინურ კლუბს იურგენ კლინსმანი გაწვრთნის. შემდეგ კი, სავარაუდოდ, ამ თანამდებობას ხორვატი სპეციალისტი ჩაიბარებს.

ფეხბურთელობისას კოვაჩი „ჰერტას“ ღირსებას 2003-06 წლებში იცავდა.

0.112725