ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ჰამაბრის“ აქციების 50% შეიძინა და ამ ნაბიჯით „მალმეს“ ქომაგები გააღიზიანა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ შვედური გუნდის გულშემატკივრებმა სტადიონთან ერთი თვის წინ გახსნილ ქანდაკებას ცეცხლი წაუკიდეს.
„მალმეს“ გულშემატკივრები ზლატანს ღალატში ადანაშაუელებენ და ქანდაკებისადმი აგრესიაც აქედან მომდინარეობს. ისმოდა შეძახილებიც: „ბოშა უნდა მოკვდეს!“
გარდა ამისა, სტოქჰოლმში იბრაჰიმოვიჩის სახლთან გაჩნდა წარწერა - იუდა.
როგორც ჩანს, 38 წლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მშობლიური გუნდის ქომაგები მართლაც სამუდამოდ დაიპირისპირა და მათ შორის არსებული სიყვარული სწრაფად გააქრო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რომელი დაძაბულ ბრძოლაზეა საუბარი
? ნეტა თქვენ წერა გესწავლათ არ დავეძებ დანარჩენს
ბოსტონური ვოიაჟის შემდეგ 2-2 იქნება,მერე კი 5-6 თამაშებში დაადებს გოლდენი