ფეხბურთი

4:50 | 28.11.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ანტონიო კონტე: "ბარსელონასთან" გამარჯვებაში 80 ათასი ადამიანი დაგვეხმარება"

მილანის „ინტერს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელად ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ბარსელონას“ დამარცხება სჭირდება. ანტონიო კონტე კი, იმედიანადაა განწყობილი და „სლავიასთან“ (3:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარიც გააკეთა.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ბარსასთან“ „ინტერს“ 80 ათასი ადამიანი დაეხმარება:

„ბარსელონასთან“ მატჩს სწორი რწმენით უნდა შევხვდეთ? ჯერ „სპალთან“ მატჩზე გვჭირდება ეს, რადგან გვინდა ჩემპიონატში შესანიშნავი ასპარეზობა გავაგრძელოთ. შემდეგ „რომასთან“ და მხოლოდ ამის შემდეგ „ბარსელონასთან“. თუმცა, ვიცით, რომ „ბარსასთან“ აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება და ისიც ვიცით, რომ ჩვენს მხარდასაჭერად 80 ათასი ადამიანი იქნება. კმაყოფილები ვართ იმით, რაც უკვე გავაკეთეთ“, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, F ჯგუფიდან 11 ქულით „ბარსელონა“ უკვე გავიდა (პირველი ადგილით), ხოლო მეორე საფეხურისთვის „ინტერი“ იბრძვის, რომელიც „ჯუზეპე მეაცაზე“ კატალონურ გრანდს თუ დაამარცხებს, პლეი-ოფში გავა. თუ არადა, მილანელებს პრაღის „სლავიის“ იმედად ყოფნა მოუწევთ „დორტმუნდთან“ გერმანულ დაპირისპირებაში.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 17.11.2020
თენგაბი (950)

უძლეველი ლევანი რომ გვახსოვს, მისი ნახევარიც არ არის დარჩენილი. რომ არა ეს ტრავმა...ყოველ შემთხვევაში, მოიგებ თუ წააგებ, შენს გვერდით ვართ. წარმატებები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057212
სარეკლამო ადგილი - 99
X x X