ფეხბურთი

23:10 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მალმეს" ქომაგები იბრაჰიმოვიჩის ქანდაკების აღებას ითხოვენ

შვედური „მალმეს“ გულშემატკივრები დაახლოებით ერთი თვის წინ დადგმული ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკების აღებას ითხოვენ.

საქმე ისაა, რომ შვედმა ფეხბურთელმა დღეს საფეხბურთო კლუბ „ჰამარბის“ წილის 50% შეიძინა და გუნდის ერთ-ერთი მფლობელი გახდა. ვინაიდან, ეს კლუბი „მალმეს“ კონკურენტია, ქომაგებმა ფაქტი კარგად არ მიიღეს.

მათ დაიწყეს ხელმოწერების შედგენა, რომ იბრას ქანდაკება ქალაქიდან აიღონ და მცირე დროში 1 300 ხელმოწერა უკვე შეგროვდა.

შეგახსენებთ, იბრაჰიმოვიჩის საფეხბურთო კარიერა „მალმეში“ დაიწყო და მისი ქანდაკება ქალაქში მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს დადგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114829