სხვა

20:51 | 27.11.2019 | ნანახია NaN - ჯერ

ექვსი ქულით ოთხი გუნდია  

ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატის ორი მატჩი ხელბურთში. ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სამტრედიამ, ვინც 36-34 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტი. სტუ-იმედმა 31-20 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს.

შედეგად, 4 გუნდს დაუგროვდა 6-6 ქულა, ოღონდ სამტრედიასა და იმედს 5-5 თამაშის შემდეგ, ხოლო ქუთაისსა და პეგასს 3-3 მატჩი აქვთ გამართული და მეოთხე-მეხუთე ტურის შეხვედრები წინ აქვთ. სამტრედია მეორე ტაიმის დასაწყისში 6 ბურთით დაწინაურდა სპორტუნთან, სტუდენტებმა ანგარიში გაათანაბრეს, 33-33, თუმცა, თამაშის დაბოლოება მაინც წააგეს, 34-36.

ხვალ და ზეგ ხელვაჩაურში ქალთა უმაღლესი ლიგის 4 მატჩია ხოლო კაცების ჩემპიონატი გაგრძელდება 3 და 4 დეკემბერს ქუთაისის სპორტის სასახლეში, სადაც ქუთაისი და შავი ზღვის ბიჭები ეთამაშებიან თბილისის პეგასსა და გორს. პირველი წრე 18 დეკემბერს დასრულდება.

სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 27 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი - სამტრედია 34-36

სპ: ხარაიშვილი, ხანდოლიშვილი - იობაშვილი 12, ბულბულაშვილი 12, ზურაბიანი 3, ჩაკვეტაძე 3, ჩიკვილაძე 3, იმნაძე 1, გულდედავა, დელიბაშვილი

სამ: ფახურიძე, ხონელიძე - ძნელაძე 13, ჟვანია 7, ხელისუფალი 6, აფრიდონიძე 3, ქავზინაძე 3, ხომერიკი 3, ადამია 1, ნადირაძე, მანაგაძე

მსაჯები: თ. ბჟალავა - გ. გველესიანი

იმედი-სტუ - წყალტუბო 31-20

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი - გავაშელიშვილი 9, დიდია 6, თიგიშვილი 6, გოგალაძე 3, კორსანტია 3, ჭელიძე 2, დოლმაზაშვილი 2, ცირდავა

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე - ხელაძე 6, მ. გველესიანი 6, კოვზირიძე 3, ჯიმშელეიშვილი 2, გ. გველესიანი 2, ქაშიბაძე 1, რ. ბაბუნაშვილი, ნ. ბაბუნაშვილი, მუკბანიანი, ფანცხავა

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

--------------------თ---მ---ფ---წ-------ბ-------ქ

ქუთაისი-------3---3---0---0---121-84----6

პეგასი----------3---3---0---0---100-79----6

სტუ-იმედი----5---3---0---2---131-116---6

სამტრედია----5---3---0---2---155-169---6

BSB ბათუმი---3---2---0---1---101-77----4

გორი-----------3---1---0---2-----78-85----2

სპორტუნი-----5---1---0---4---164-177---2

წყალტუბო-----5---0---0---5---111-174---0

3 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - გორი, ქუთაისი - პეგასი

4 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - პეგასი, ქუთაისი - გორი

10 დეკემბერი, თბილისი

გორი - წყალტუბო, პეგასი - სამტრედია

11 დეკემბერი, თბილისი

გორი - სამტრედია, პეგასი - წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - სპორტუნი, ქუთაისი - იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - იმედი-სტუ, ქუთაისი - სპორტუნი

0.193822