ფეხბურთი

20:22 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" მთავარი სამიზნე დემირალია

იტალიური „მილანი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შემადგენლობას გაძლიერებას აპირებს და მიზანში „იუვენტუსის“ ფეხბურთელი მერიჰ დემირალი ამოიღო.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, „როსონერის“ დაცვის ხაზის გაძლიერების მთავარ ვარიანტად სწორედ თურქი მცველი ესახება, რომელსაც „იუვენტუსში“ სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს. დემირალი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა და ესეც იმ ფონზე, რომ ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია.

„იუვენტუსმა“ დემირალის სანაცვლოდ „სასუოლოს“ 18 მილიონი ევრო გადაუხადა, ახლა კი, ფეხბურთელთან შელევას 40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

0.111751