ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა ფილიპე კოუტინიო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ იმსახურებს.
„მას ძირითად შემადგენლობაში მე არ დავაყენებდი („ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩი იგულისხმება - რედ). ჯერ კიდევ არ უჩვენებია, რომ 100-მილიონიანი ინვესტიციაა. ამ მომენტში ამ თანხის ნახევარიც არ ღირს“, - თქვა ჰამანმა.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ბაიერნს“ გასულ ზაფხულს იჯარით შეუერთდა და 17 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.