ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ უახლოეს ხანში კილიან მბაპეს პარიზიდან აბარგება გამორიცხა. ბრაზილიელის განცხადებით, მბაპე პსჟ-ში 100%-ით დარჩება.
„მე არ ვიცი რა თქვა ზიდანმა, არ მინახავს. ერთადერთი რაც ვიცი, ისაა, რომ მბაპე აქ 100%-ით დარჩება. პსჟ-ს ფეხბურთელია და დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. კონტრაქტის გახანგრძლივება? ვნახოთ“, - აღნიშნა ლეონარდომ.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს „რეალს“ უკავშირებენ და მის შესახებ ორი დღის წინ ზინედინ ზიდანმაც ისაუბრა. ფრანგმა თქვა, რომ დიდი ხანია კილიანი ძალიან მოსწონს.