ფეხბურთი

17:19 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იურგენ კლინსმანმა ბუნდესლიგის გუნდი ჩაიბარა

იურგენ კლინსმანი სამშობლოში დაბრუნდა და ამიერიდან ბერლინის „ჰერტას“ მთავარ მწვრთნელად იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.

კლინსმანი „ჰერტაში“ ანტე კოვიჩს შეცვლის, რომელიც „აუგსბურგთან“ 0:4 მარცხისა და ზოგადად, მიმდინარე სეზონში წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

55 წლის კლინსმანი გერმანიაში 2009 წელის შემდეგ დაბრუნდა. აქამდე იურგენ გერმანიის ნაკრებში (2004-2006), „ბაიერნში“ (2008-2009) და აშშ-ს ნაკრებში (2011-2016) უმუშავია. „ჰერტა“ ბუნდესლიგაში 12 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113295