ფეხბურთი

15:46 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ორი გაძევება 3 წამში (+VIDEO)

ბელგიურმა „ბრიუგემ“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „გალათასარაისთან“ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა (1:1) და ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებას მიუახლოვდა.

ბელგიელები მსაჯის მეორე კომპენსირებულ დრომდე აგებდნენ, მაგრამ კრეპინ დიატამ მოხდენილი გოლი გაიტანა და ბელგიელებს სასურველი შედეგი მოუტანა. სენეგალელმა უმნიშვნელოვანესი გოლის შემდეგ მაისური გაიხადა, რაც ავტომატურად ყვითელ ბარათად დაუჯდა. ვინაიდან მანამდე გაფრთხილებული უკვე იყო, მოედნის დატოვება მოუწია და გუნდი 10 კაცით დატოვა.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა - იმავე გოლის დროს კლინტონ მუკონი მატამ კუთხურის ალამი გატეხა და ამის გამო ყვითელი ბარათი მანაც მიიღო. მატასთვისაც ეს მეორე გაფრთხილება აღმოჩნდა და „ბრიუგე“ 3 წამის ინტერვალით მოედანზე 9 ფეხბურთელის შემადგენლობით დარჩა.

თუმცა, ბელგიურმა გუნდმა უმცირესობაში დაახლოებით 5 წუთი გაძლო და სტამბოლიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114371