ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში "რეალი" პსჟ-ს (2:2) ედენ აზარმა 68-ე წუთზე ტრავმა მიიღო და მოედანი კოჭლობით დატოვა.
ესპანური მედიის ცნობით აზარმა ფეხი დაიზიანა და შესაძლოა ის მოედანს 18 დეკემბერს "ბარსელონასთან" გასამართ შეხვედრაში დაუბრუნდეს.
Marca-ს ცნობით, აზარმა იგივე ტრავმა მიიღო, რაც 2017 წელს და მაშინ ბელგიელს ოპერაცია დასჭირდა.