ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, „ტოტენჰემმა“ ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ 4:2 მოუგო. ლონდონელთა შემტევმა, ჰარი კეინმა, დუბლი მიითვალა და ამით ისტორიული რეკორდი დაამყარა.
OptaJoe-ს ცნობით, ინგლისელმა ფორვარდმა ყველაზე სწრაფად შეძლო ჩემპიონთა ლიგაში 20 გოლის გატანა. ამისათვის მას 24 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
მანამდე ეს მიღწევა ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნიდა. რომელმაც 20 ბურთი 26 შეხვედრაში გაიტანა. მესამე ადგილზე რუუდ ვან ნისტერლოია - 20 გოლი 27 მატჩში,
ამ გამარჯვების შემდეგ, „ტოტენჰემმა“ ვადამდე მოიპოვა პლეი ოფის საგზური.