ლონდონის „ტოტენჰემი“ პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მეოცე წუთისთვის ორბურთიანი სხვაობით მარცხებოდა, მაგრამ საბოლოოდ 4:2 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
ეს ჰარი კეინის, დელე ალის, სერჟ ორიეს (გოლების ავტორები - რედ), ჟოზე მოურინოს და მთელი გუნდის დამსახურებაა, მაგრამ გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი ბურთის მომტანმა ბიჭუნამაც შეიტანა.
50-ე წუთზე, როდესაც „ტოტენჰემი“ 1:2 მარცხდებოდა, მოედნის ცენტრთან ახლოს აუტის ჩაწოდების უფლება მიიღო. ბერძნული გუნდის ფეხბურთელები მოდუნდნენ, მაგრამ ბურთის მომტანმა ბიჭუნამ იყოჩაღა, ბურთი სწრაფად მიაწოდა ფეხბურთელს და ლონდონელთა სწრაფად გათამაშებული აუტი გოლით დასრულდა. მოურინიომ კი, ბიჭი არ დაივიწყა და გოლი მასთან ერთად აღნიშნა, მადლობაც გადაუხადა, მატჩის მერე კი, მასზე ისაუბრა:
„ეს ბიჭი ნამდვილად კარგი ბიჭია, მას ესმის რისი გაკეთებაა საჭირო, თამაში წაიკითხა. მინდოდა თამაშის შემდეგ გასახდელში მიმეპატიჟა და მასთან ერთად გვეზეიმა, მაგრამ სადღაც გაუჩინარდა“, - თქვა ჟოზემ.
„ტოტენჰემს“ B ჯგუფში 10 ქულა აქვს და მერვედფინალის საგზური მეორე პოზიციით გაიფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არაუსავს ჟოზე მაგაზე არ იდარდო მომდევნო თამაშზე გასახდელის კართან დაგხვდება ატუზული და პირობის შესრულებას მოგთხოვს P
ბურთის მიმწოდებელი ბავშვებიც კი იგებენ უკვე თამაშს იმდენად წინ წავიდა ფეხბურთი.პატარა მოდუნება და გამოიტანე კარიდან ბურთი))))
ჟოზე მაგარი ხარ-ისე ალამაზებ ფეხბურტს როგორც ნატელაშვილი პოლიტიკას
Dddddddddd
ზოგს სძულს ზოგს მოსწონს მაგრამ ფაქტია ჟოზე უხდება ფეხბურთს . გაცილებით მეტი მოწყენილობა იყო როცა ისვენებდა.....მე დიდად არ მომწონს როგორც მწრთვნელი მაგრამ როგორც საფეხბურთო ფიგურა ძალიან ალამაზებს ამის ცანცარობები .
პოჩე დამენანა თორე ჟოზესაც აქვს თავისი მუღამი
თან მერე იცის ამან არევა ურთიერთობის და კონფლიქტები თორე მართალი ხარ უხდება ფეხბურთს
არც პოჩე მოგვანატრებს თავს, "ია ტაკ დუმაიუ"