ფეხბურთი

4:46 | 27.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი - ყველაზე სწრაფი პოკერი ჩემპიონთა ლიგაზე
პოლონელის შეჩერება შეუძლებელი გახდა

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ფანტასტიკურ ფორმაშია და მოედანს უგოლოდ რომ არ ტოვებს, ეს საკმაოდ ძველი ამბავია.

შედეგად, რა გასაკვირია, რომ „ცრვენა ზვეზდაც“ არ დაუტოვებია პატივისცემის გარეშე, მაგრამ სერბთა კარში პოლონელმა ოთხი გოლი გაიტანა და ეს უკვე ყურადღების ღირსი ფაქტია.

პოლონელმა ოთხი გოლი 14 წუთისა და 31 წამის ინტერვალით გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი პოკერის ავტორი გახდა! ამასთან, რობერტი ამავე ტურნირის ისტორიაში მეორე ფეხბურთელი გახდა ლიონელ მესის შემდეგ, რომელმაც პოკერი მინიმუმ ორჯერ შეასრულა. პირველად ეს 2013 წელს, „დორტმუნდის“ მაისურით „რეალთან“ მოახერხა.

ლევანდოვსკისთვის 2019 წელი საოცრად შედეგიანია. კლუბსა და ნაკრებში მთლიანობაში 51 მატჩი აქვს მიმდინარე წელს ჩატარებული და 53(!) გოლი გაიტანა. უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე კი, 2019 წელს 7 მატჩში 10 გოლი მიითვალა.

შეგახსენებთ, „ბაიერნს“ B ჯგუფში ხუთი ტურის თავზე 15 ქულა დააგროვა და ბუნებრივია, პირველი ადგილი და მერვედფინალში თამაში განაღდებული აქვს.

0.112576