სხვა

20:33 | 26.11.2019 | ნანახია NaN - ჯერ

სამტრედიამ იმედი დაამარცხა

ოლიმპიურ სასახლეში განახლდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. სპორტის უნივერსიტეტმა 35-20 მოუგო წყალტუბოს პრომეთეს, ხოლო სამტრედიამ 41-33 დაამარცხა ქვეყნის 2017 წლის ჩემპიონი და წინა ორი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი, იმედი-სტუ.

მეორე მატჩის შედეგი თითქოს მოულოდნელობაა, მაგრამ იმედი წლეულს გადახალისებული შემადგენლობით გამოდის და სამტრედიამ შანსი გამოიყენა. მათ 17-16 მოიგეს პირველი ტაიმი, მეორე ტაიმის შუაში კი კარში ჩადგა ვეტერანი ალექსანდრე ხონელიძე. სამტრედიელებმა სხვაობა 5 ბურთამდე აიყვანეს, მას შემდეგ, რაც იმედმა სხვაობა სამამდე შეამცირა (33-36), ხონელიძემ მატჩის ბოლო 7 წუთში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა. საბოლოოდ სამტრედიამ 41-33 მოიგო და იმედს ქულებით დაეწია. პირველი მატჩი მოიგო სპორტუნმა და წყალტუბო ბოლო ადგილზე დატოვა: 35-20.

ხვალ ოლიმპიურ სასახლეში კიდევ ორი მატჩია: 16:00 სპორტუნი - სამტრედია, 18:00 იმედი-სტუ - წყალტუბო. მეორე ოთხეული - BSB ბათუმი, ქუთაისი, პეგასი და გორი მეოთხე-მეხუთე ტურის მატჩებს 3-4 დეკემბერს გამართავს ქუთაისის სპორტის სასახლეში. პირველი წრე 18 დეკემბერს დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონი ტრადიციულად გამოვლინდება: სამწრიანი რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით განაგრძობს. თამაშების ნახვა შესაძლებელია ხელბურთის ფედერაციის არხზე: https://www.youtube.com/user/handballgoergia/videos

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2019-20

კაცები, უმაღლესი ლიგა. 26 ნოემბერი, ოლიმპიური სასახლე

სპორტუნი - წყალტუბო 35-20

სპ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი 1 - ჩაკვეტაძე 8, ჩიკვილაძე 7, ბულბულაშვილი 7, იმნაძე 6, ზურაბიანი 4, იობაშვილი 2, გოდელაშვილი, გულდედავა, დელიბაშვილი

წყ: სილაგაძე, ნიჟარაძე - ჯიმშელეიშვილი 9, გ. გველესიანი 4, ხელაძე 4, მ. გველესიანი 1, ქაშიბაძე 1, კოვზირიძე 1, რ. ბაბუნაშვილი, ნ. ბაბუნაშვილი, მუკბანიანი, ფანცხავა

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი

იმედი-სტუ - სამტრედია 33-41

იმ: ცინცაძე, ხიდეშელი - გავაშელიშვილი 10, ერისთავი 6, გოგალაძე 6, დიდია 4, ჭელიძე 3, თიგიშვილი 2, დოლმაზაშვილი 1, კორსანტია 1, გრიშიკაშვილი, ცირდავა

სამ: ფახურიძე, ხონელიძე - ხელისუფალი 10, ძნელაძე 9, აფრიდონიძე 8, ჟვანია 5, ხომერიკი 5, ადამია 2, ნადირაძე 1, ქავზინაძე 1, მანაგაძე

მსაჯები: ი. ჭკუასელი - გ. გველესიანი

----------------თ---მ---ფ---წ-------ბ-------ქ

ქუთაისი-------3---2---0---0---121-84----6

პეგასი----------3---3---0---0---100-79----6

BSB ბათუმი---3---2---0---1---101-77----4

სტუ-იმედი----4---2---0---2---100-96----4

სამტრედია----4---2---0---2---119-135---4

გორი-----------3---1---0---2----78-85-----2

სპორტუნი-----4---1---0---3---130-141---2

წყალტუბო----4---0---0---4----91-143----0

27 ნოემბერი

16:00 სპორტუნი - სამტრედია

18:00 იმედი-სტუ - წყალტუბო

3 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - გორი, ქუთაისი - პეგასი

4 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - პეგასი, ქუთაისი - გორი

10 დეკემბერი, თბილისი

გორი - წყალტუბო, პეგასი - სამტრედია

11 დეკემბერი, თბილისი

გორი - სამტრედია, პეგასი - წყალტუბო

17 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - სპორტუნი, ქუთაისი - იმედი-სტუ

18 დეკემბერი, ქუთაისი

BSB ბათუმი - იმედი-სტუ, ქუთაისი - სპორტუნი

0.128141