ფეხბურთი

17:42 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

Mundo Deportivo: "ოქროს ბურთს" მესის გადასცემენ

ლიონელ მესი 2019 წლის „ოქროს ბურთს“ მიიღებს. აღნიშნული ინფორმაცია Mundo Deportivo-მ გაავრცელა, რომელიც იტყობინება, რომ France Football-მა არგენტინელს უკვე აცნობა გამარჯვების შესახებ.

ფრანგულ გამოცემას გამარჯვებულის შესახებ ცნობა გუშინ მართლაც უნდა გაეგზავნა, მაგრამ ინფორმაცია 2 დეკემბრამდე გასაიდუმლოებულია.

ერთი კვირის შემდეგ ავტორიტეტული გამოცემა დაჯილდოების ცერემონიას გამართავს და ოფიციალურად მაშინ გახდება ცნობილი პრესტიჟული ჯილდოს გამარჯვებული. თუმცა, ესპანურმა გაზეთმა მოვლენებს როგორც ჩანს გაასწრო.

შეგახსენებთ, რომ მესის მთავარ კონკურენტად „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დეიკი განიხილება.

0.135973