ფეხბურთი

17:08 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერ ალექს ფერგიუსონმა და ედ ვუდვორდმა იჩხუბეს

„მანჩესტერ იუნაიტედში“ დიდი ხანია სიმშვიდე რომ არ სუფევს, ეს გუნდის შედეგებიდანაც ნათლად ჩანს. გულშემტკივრები კი კლუბის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გამოდიან და წარუმატებლობაში მათ ბრალეულობას ხედავენ.

ახლა სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან სოციალურ ქსელში საინტერესო ფოტოები გავრცელდა. „შეფილდ იუნაიტედთან“ (3:3) მატჩში ტრიბუნებზე ვიცე-პრეზიდენტ ედ ვუდვორდსა და სერ ალექს ფერგიუსონს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

შოტლანდიელი ლეგენდა „მანჩესტერის“ ქომაგებისთვის ნამდვილი ხატია და ეს ფაქტი ცეცხლზე ნავთის დასხმას გავდა.

ისინი მოითხოვენ, რომ ვუდვორდმა დაკავებული პოსტი დაუყოვნებლივ დატოვოს და ფერგიუსონთან შელაპარაკება როგორც ჩანს, ბოლო წვეთი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115706