კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ნეიმარს „ბლაუგრანაში“ დაბრუნებას ურჩევს და ამბობს, რომ მხოლოდ ის დაიკავებს მის ადგილს.
France Football-ის ინფორმაციით, „ლივერპულთან“ „ენფილდ როუდზე“ განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ (0:4) არგენტინელმა ბრაზილიელ შემტევს წერილი გაუგზავნა.
„მინდა, რომ დაბრუნდე. მხოლოდ ერთად შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა. ორ-სამ წელიწადში მე წავალ და მხოლოდ შენ დაიკავებ ჩემს ადგილს“, - მისწერა ლეომ ნეიმარს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა „ბარსელონა“ 2017 წლის ზაფხულში დატოვა და ამჟამად „პარი სენ ჟერმენში“ თამაშობს.