ფეხბურთი

13:21 | 26.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა: „პარი სენ-ჟერმენთან უნდა დავამტკიცოთ, რომ „რეალი“ სოლიდური გუნდია“

მადრიდის „რეალის“ მეკარემ, ტიბო კურტუამ, პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„რევანშზე არ ვფიქრობთ. პარიზელებთან პირველ მატჩში ბევრი რამ ვისწავლეთ. მაშინ მართლაც ძალიან სუსტად ვითამაშეთ (0:3). მაგრამ, მას შემდეგ ჩვენი პროგრესი აშკარაა და ახლა უბრალოდ გვინდა კარგად ვითამაშოთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება განუზრახავს. უნდა დავამტკიცოთ, რომ „რეალი“ სოლიდური გუნდია.

ყველა მატჩისთვის ერთნაირად ვემზადები. ასეთ დონეზე ნებისმიერ თავდამსხმელს გააქვს გოლები. პსჟ-ს მართლაც შესანიშნავი შემტევები ჰყავს. მათთან დაპირისპირებისას განსაკუთრებული მზადყოფნაა საჭირო.“ - უთხრა კურტუამ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.

„რეალი“ - პსჟ-ის მატჩი დღეს, 26 ნოემბერს გაიმართება მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ და თბილისის დროით, ღამის 12 სათზე დაიწყება.

0.11653