ფეხბურთი

22:24 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რა საჭიროა ზლატანი, როდესაც გვყავს კეინი"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერი გამორიცხა.

პორტუგალიელი შვედი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, რადგან „ინტერსა“ და „მანჩესტერში“ ერთად უმუშავიათ. თუმცა, „განსაკუთრებული“ მიიჩნევს, რომ „ტოტენჰემს“ იბრა არ სჭირდება.

„იბრაჰიმოვიჩთან განსაკუთრებული, ღრმა ურთიერთობა მაქვს, მაგრამ აქ მისი მოსვლის შანსი არ არსებობს. ჩვენ ჰარი კეინი გვყავს, რომელიც ინგლისის საუკეთესო თავდამსხმელია“, - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ლოს ანჯელეს „გალაქსი“ დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. ვეტერან შვედს ძირითადად იტალიურ გუნდებს, „მილანს“, „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113762