ფეხბურთი

20:30 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე, ჰოლანდი და სხვები - ტალანტები ტოპ ლიგების მიღმა

ერლინგ ჰოლანდი და ექვსი პერსპექტიული ფეხბურთელი ტოპ ლიგებს მიღმა - ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია Lastwordonfootball.com-მა, რომელშიც შვიდი ფეხბურთელის შესახებაა საუბარი.

ისინი ტოპ ლიგებში ამჟამად არ თამაშობენ, მაგრამ წყაროს მოსაზრებით, დიდი პერსპექტივა აქვთ და შესაძლოა ახლო მომავალში წამყავნ საფეხბურთი ლიგებში ვიხილოთ. მათ შორის მოხვდა ბელგიური „გენტის“ ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე.

„ტოპ მოთამაშეებს ბელგიის პრო ლიგა გამოუვლიათ და შემდეგი შესაძლოა გიორგი ჩაკვეტაძე იყოს. ის ძირითადად ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და „გენტში“ „დინამო თბილისიდან“ მოხვდა. ასევე შეუძლია მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თამში, გუნდში უფრო ღრმა როლი აქვს. საქართველოს ნაკრებში უკვე ჩაატარა 7 თამაში და 5 გოლი გაიტანა. „გენტში“ კი 80 მატჩში 13 გოლი და 22 პასი მიითვალა. 20 წლის ფეხბურთელი ამჟამად 8 მილიონ ევროდაა შეფასებული“, - წერს გამოცემა.

ჩაკვეტაძის გარდა სტატიაში ერლინგ ჰოლანდია („ზალცბურგი“, ავსტრია), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა, რუსეთი), ჯეიმს სანდსი („ნიუ-იორკ სიტი“, აშშ), რადოსლავ მაიეცკი („ლეგია“, პოლონეთი), ჟოტა („ბენფიკა“, პორტუგალია) და მოჰამედ იჰატარენი (პსვ ეინდჰოვენი, ჰოლანდია) მოხვდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114685