მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში საჩვენებელ მატჩში როჯერ ფედერერმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 3:6, 6:4, 6:2 დაამარცხა. შეხვედრას 42 517 ადამიანი დაესწრო, რაც საჩოგბურთო შეხვედრისთვის სარეკორდო მაჩვენებელია.
აქამდე რეკორდი 2010 წელს ბელგიაში დაფიქსირდა. კიმ კლაისტერსის და სერენა უილიამსის მატჩს 35 681 მაყურებელი დაესწრო.
"დიდი ხანია მექსიკაში არ ვყოფილვარ. ამდენი ადამიანის წინაშე თამაში განსაკუთრებულია, ვფიქრობ ალექსანდრესთვისაც ასეა. ნამდვილად ისტორიული დღეა"- განაცხადა როჯერ ფედერერმა.