ჩოგბურთი

10:29 | 25.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა დევისის თასი მოიგო

ესპანეთმა დევისის თასი ისტორიაში მეექვსედ მოიგო (2000, 2004, 2008, 2009, 2011, 2019).

ესპანეთმა ფინალში კანადა 2:0 დაამარცხა. ჯერ ბაუტისტა აგუტმა ოჟე ალიასიმეს 7:6, 6:3 აჯობა, შემდეგ რაფაელ ნადალმა დენის შაპოვალოვს 6:3, 7:6 მოუგო.

ესპანეთის ნაკრების წევრებმა რაფაელ ნადალმა და ფელისიანო ლოპესმა დევისის თასი მეხუთედ მოიგეს და ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ როდ ლეივერს გაუთანაბრდნენ.

ფინალამდე ესპანეთმა დიდი ბრიტანეთი, არგენტინა, ხორვატია და რუსეთი დააამარცხა.

0.118088