ფეხბურთი

22:35 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგური დრამა

ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბრამალ ლეინზე“ შეფილდ იუნაიტედს“ ესტუმრა და გულშემატკივარს საქმე მოსაწყნად არ ჰქონია.

კრის ვილდერის გუნდისთვის ყველაფერი ფანტასტიკურად მიმდინარეობდა, მე-19 წუთზე ჯონ ფლეკის გოლი მასპინძლებმა ტაიმი მოიგეს, ხოლო შესვენების შემდეგ ლის მუსეტმა სხვაობა გააორმაგა - 2:0.

„მანჩესტერისთვის“ საშველი არსაიდან ჩანდა, მაგრამ ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა ყველაფერი დაატრიალა. ბრენდონ უილიამსმა და მეისონ გრინვდუმა 5-წუთიან ინტერვალში გაათანაბრეს, ხოლო მარკუს რაშფორდმა საერთოდაც „წითელი ეშმაკები“ დააწინაურა. საინტერესოა, რომ მანკუნიანელებმა სამი გოლი 72-ე წუთიდან 79-ე წუთამდე გაიტანეს და ასეთ მოკლე დროში „შეფილდის“ კომფორტული უპირატესობა გაქრა. საინტერესოა, რომ "მანიუს" სამივე გოლი აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელების ანგარიშზეა, ხოლო უილიამსმა პრემიერლიგაში საერთოდაც სადებიუტო გოლი გაიტანა.

თუმცა, მასპინძლები მაინც არ გატყდნენ, ბოლო წუთზეოლივერ მაკბერნმა შეფილდელები წაგებისგან იხსნა, ხოლო „მანჩესტერმა“ მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

„შეფილდ იუნაიტედი“ 18 ქულით მეექვსე პოზიციას იკავებს, ხოლო „მანჩესტერს“ ქულით ნაკლები აქვს და მეცხრე ადგილზეა.

„შეფილდი“ – „მანჩესტერი“ 3:3 (1:0)

გოლები: 1:0 ფლეკი (19), 2:0 მუსეტი (52), 2:1 უილიამსი (72), 2:2 გრინვუდი (77), 2:3 რაშფორდი (79), 3:3 მაკბერნი (90)

0.121274