ფეხბურთი

19:11 | 24.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ბარელა დაკარგა

მილანის „ინტერმა“ ნიკოლო ბარელა მოისაკლისა. იტალიელმა ნახევარმცველმა „ტორინოსთან“ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და საოპერაციოა.

როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელისთვის 2019 წელი დასრულდა და მოედანზე მხოლოდ იანვარში დაბრუნდება. ბარელას ჩემპიონთა ლიგაზე „სლავიასთან“ და „ბარსელონასთან“ მატჩები, ხოლო სერია A-ში „სპალთან“, „რომასთან“, „ფიორენტინასთან“ და „ჯენოასთან“ შეხვედრები გაუცდება.

ბარელას მოედანზე დაბრუნება იანვრის დასაწყისშია მოსალოდნელი, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ ახალი წლის პირველი ნაწილის გაცდენაც მოუწიოს.

ბარელამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 17 თამაში ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113073