ფეხბურთი

16:39 | 24.11.2019 | ნანახია 2737 - ჯერ

"დინამო თბილისი" ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი ბოლო ტურში გაირკვევა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში ფავორიტებს ფეხი არ დასცდენიათ და შესაბამისად, სატურნირო ცხრილში მდგომარეობა უცვლელი დარჩა.

მხოლოდ ის გაირკვა, რომ „საბურთალო“ ჩემპიონობას ვერ შეინარჩუნებს. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმს ივანწმინდაში „ჩიხურას“ დამაჯერებლად 3:1 კი აჯობა, მაგრამ ლიდერ „დინამო თბილისს“ ისევ 5 ქულით ჩამორჩება, რაც ბუნებრივია ერთი ტურისთვის აღმოუფხვრელი სხვაობაა.

„დინამო თბილისმა“ გორში, „დილას“ ძლევა მოახერხა და შეიძლება ითქვას, ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა. ფელის ვისენტეს გუნდმა პირველივე ტაიმში ლუკა რაზმაძის ავტოგოლითა და ნოდარ ქავთარაძის გოლით კომფორტული უპირატესობა მოიპოვა. მართალია, მსაჯის კომპენსურებულ დროში მიკოლა კოვტალიუკმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ გორელებმა თამაში ვერ გადაარჩინეს. შედეგად, „დინამომ“ 72 ქულა დააგროვა და „საბურთალო“ საბოლოოდ ჩამოიშორა, ხოლო ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით უსწრებს. თბილისელები ბოლო ტურში უკვე გავარდნილ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლებენ და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობასაც მოიპოვებენ. წესით, „დინამოს“ ეს არ უნდა გაუჭირდეს.

„დინამო ბათუმმა“ კი, შინ „რუსთავს“ აჯობა (2:1), მაგრამ გია გეგუჩაძის გუნდი მთლიანად კონკურენტზეა დამოკიდებული და ახლა მხოლოდ „ვიტ ჯორჯიას“ იმედად თუ იქნება. აჭარულ გუნდს 70 ქულა აქვს, შანსი არ დაუკარკავს, მაგრამ მის ხელთ არაფერია.

ვთქვათ ისიც, რომ თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისში „სიონს“ აჯობა და მეოთხე ადგილი გაინაღდა. რამაც „რკინიგზელებს“ 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევროპა ლიგის საგზური მოუტანა. თავის მხრივ, „სიონი“ პლეი-აუტს თავს ვერ დააღწევს და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი მოუწევს.

იგივე ითქმის „რუსთავზე“, რადგან მისმა კონკურენტმა ქუთაისის „ტორპედომ“ „ვიტ ჯორჯიას“ 2:0 მოუგო და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

„ვიტ ჯორჯია“ – „ტორპედო“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ციცქიშვილი (64), 0:2 კაპანაძე (80)

„სიონი“ – „ლოკომოტივი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 უბილავა (20), 0:2 სიხარულიძე (26), 1:2 გვარაძე (62)

„დილა“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 რაზმაძე (27, ა.გ), 0:2 ქავთარაძე (43), 1:2 კოვტალიუკი (90)

„დინამო ბათუმი“ – „რუსთავი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ფლამარიონი (39), 1:1 სილაგაძე (45), 2:1 გაგოშიძე (49)

„ჩიხურა“ – „საბურთალო“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 გორგიაშვილი (17), 1:1 მუმლაძე (67), 1:2 ტაბატაძე (72), 1:3 კოხრეიძე (90)


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:14 | 25.11.2019
vaxo_5 (549)

მჭედლიძე თუ თამაშობს, ხომ არ იცით ?

08:23 | 25.11.2019
lagashi (6738)

ბათუმის დინამომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, მაგრამ ამ ეტაპზე მე-2 ადგილიც კარგი შედეგია. თბილისის დინამოს კი ასეთი უსახური შემადგენლობით და თამაშებით არასდროს მოუგია

17:56 | 24.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბათუმის ჩემპიონობა უნდოდა უფრო მეტ ნაწილს ნეიტრალური გულშემატკივრების მაგრამ ისეთი მატჩები ვერ მოიგო მხოლოდ მათი ბრალია პირველი ადგილის დაკარგვა სხვა არავის. გული არ უნდა გაიტეხონ პირიქით უნდა განვითარდნენ ეს გუნდი თუ განვითარდა მერე აუცილებლად მოიპოვებენ საქართველოს ჩემპიონობას

17:23 | 24.11.2019
ბაბუ პერესი (16691)

ერთი ვიტჯორჯიასთვის რომ მოეგო ბათუმს პირველზე იქნებოდა ისევ ბოლო ტურის წინ და ლოკომოტივზე კი უნდა მოეგო მერე.ასე რომ კი მსაჯებმა ბევრი მიქარეს მაგრამ მთლიანობაში მაინც თავის თავს უნდა დააბრალონ ჩემპიონობის დაკარგვა.ნაღდად აღარ მგონია დინამომ ვიტჯორჯიას რომ ვერ მოუგოს ბოლო ტურში

17:23 | 24.11.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

დაიკიდეთ ბათუმელებო. პადუმაეშ, ფშუტე-ლიგის ჩემპიონობა...

17:35 | 24.11.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ჯერ არაფერი ფშუტე მეგობარო,ბავშვობიდან მეზიზღება ვიტ ჯორჯია და იმედი მაქვს შევიცვლი მათზე აზრს,დ.თ-ს ყოველთვის უჭირს მათთან თამაში

17:45 | 24.11.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

მართალი ხარ )) ყოველთვის დინამოში დაწუნებული ხალხი იჩითებოდა მანდ

17:05 | 24.11.2019
batumi90 (258)

ჩვენი ბრალია ჩვენი, ასეთ სიტუაციაში რო ვართ

17:02 | 24.11.2019
lakers93 (446)

batums rogor vqomagobdi magram sakutar tavs dabralos vitjorjoastan rogor ver moigo 3 wutze igebda torbetos fani.dinamo dabombavs bolo turshi veterinarebs

16:21 | 24.11.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2021)

ყველაფერი ჩვენი ბრალია მაგრამ ამ მსაჯებს რომ ვუყურებ მეცინება უკვე,პენალტებზე აღარაფერს ვამბობ,უბრალოდ სასაცილო იყო რა სწრაფად დაასრულა ბოლოსკენ მატჩი და თან პირჯვარი გადაიწერა ,ეტყობა ღმერთს პატიება თხოვა

0.133403