ფეხბურთი

2:11 | 24.11.2019 | ნანახია 0 - ჯერ

გიორგი ბერიძემ ბელგიაში ბრწყინვალე ჯარიმა გაიტანა (+VIDEO)

ბელგიის პროქსიმუმს ლიგის მე-16 ტურში გიორგი ბერიძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა. ჩვენებურის „ლოკერენი“ „ბეერსხოტს“ ეწვია და მე-80 წუთზე გაშვებული გოლით მარცხდებოდა.

თუმცა, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე სტუმრებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, ბურთთან გიორგი მივიდა და უზადოდ დაარტყა - მართლაც ეფექტური გოლი გამოვიდა.

მატჩიც ფრედ, 1:1 დასრულდა, ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. ბერიძეს მიმდინარე სეზონში უკვე 6 გოლი დაუგროვდა, ხუთი პროქსიმუს ლიგაში ერთიც - ბელგიის თასზე.

რაც შეეხება „ლოკერენს“, 16 ტურის შემდეგ 14 ქულით რვა გუნდიან ლიგაში მხოლოდ მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:37 | 15.11.2019
NIKA..01 (826)

ჩვენ ჩემპზე დასწრებას თუ შევხედავთ 20 000-იც არაა საჭირო მხოლოდ ნაკრების თამაშისთვის ავაგოთ 50 000-იანი სტადიონი და წელიწადში ერთხელ შევავსოთ?აზრი რა ექნება?მშვენიერი ტევადობა აქვს.აგერ გენტის სტადიონი,ჩაკვე სადაც თამაშობს არის 20 000 ტევადობის და ქალაქის მოსახლეობა ბათუმისას აღემატება ბევრად.

20:24 | 14.11.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2016)

ბათუმში რომ ჩაატარონ დედაქალაქში მზესუმზირის ბიზნესი ჩაწვება

17:10 | 14.11.2019
dinamo222 (8587)

კარგია ახალი და ლამაზი სტადიონი მაგრამ 20 ათასი რა დოზანაა ? ორი ამდენი ტევადობით უნდა გაეკეთებინათ ან მინიმუმ 30 მაინც ! ახლა ისმის ხმები რომ ბელორუსთან თამაში და სხვა თამასებიც ამ სტადიონზე უნდა ჩატარდესო და 20 ათასზე მეტი ხალხი ვერ უნდა დაესწროს ასეთ თამაშს ? @

20:21 | 14.11.2019
ს.კ.1923 დ.ბ. (2016)

ჩემი ნება რომ იყოს ვინც ეროვნულ ჩემპზე არ დადის ნაკრების თამაშზე არ შევუშვებდი ასე რომ 20000 ეყოფა,თან ბათუმში 20000 გულშემატკივრობა დამიჯერე თბილისის 50000-ს აჯობებს

0.06973