ლონდონის "ტოტენჰემის" ახალმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის მე-13 ტურში "ვესტ ჰემის" სტუმრად დამარცხების (3:2) შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ნაადრევად შეეძლო თამაშის დასრულება და მეოთხე გოლი გაეტანა.
"გაშვებულ ორ გოლამდე ბედნიერი ვიყავი. კარგად ვითამაშეთ, შეგვეძლო მეოთხე გოლი გაგვეტანა და თამაში მოგვეკლა. შესვენების შემდეგ ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 85-ე წუთზე სამი ბურთით რომ ვიყოთ წინ მაინც არაფერია გადაწყვეტილითქო. ბოლო პერიოდში ფეხბურთელებზე ცვლილებებმა გავლენა მოახდინა, თუმცა მთავარი იყო გაგვემარჯვა და ფეხბურთელები მატჩის შემდეგ ბედნიერები ყოფილიყვნენ." - განუცხადა BBC Sports-ს პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
"ტოტენჰემმა" პრემიერლიგის ბოლო 12 შეხვედრიდან მოგებული არცერთი ჰქონდა და ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის პერიოდში პირველად მოახერხა სტუმრად სამი ქულის მოპოვება. ამჟამად "მამლები" 17 ქულით დროებით მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.