ფეხბურთი

18:33 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიოს წარმატებული დებიუტი

ჟოზე მოურინიო ინგლისის პრემიერლიგაში წარმატებით დაბრუნდა. ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე პორტუგალიელის დებიუტი ლონდონურ დერბიში, „ვესტ ჰემ იუნაიტედთან“ შედგა.

„მამლებმა“ ჩინებული ფეხბურთი აჩვენეს, განსაკუთრებით ერთი საათის განმავლობაში, როდესაც „ტოტენჰემი“ თამაშს სრულად აკონტროლებდა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლიც გაუტანა. ჯერ ჰონ-მინ სონმა იხეირა, რომელმაც მალევე ასისტენტობა ითავა და ლუკას მოურამ სხვაობა გაზარდა. მეორე ტაიმში კი, ჰარი კეინმა ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

ბოლოსკენ, სტუმრები მოდუნდნენ, მაიკლ ანტონიომ და ანჯელო ოგბონამ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს. თუმცა, „ჩაქუჩებს“ დრო არ ეყოთ და მოურინიომ გამარჯვებით დაიწყო. ვთქვათ ისიც, რომ „ტოტენჰემა“ პრემიერლიგაში საგარეო მატჩი იანვრის შემდეგ პირველად მოიგო.

0.113741