ფეხბურთი

11:52 | 23.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი პსჟ-ში ბედნიერი არაა - მოედნიდან პირდაპირ გასახდელში

პსჟ-ს თავდამსხმელი ნეიმარი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ ბრაზილიელის დაბრუნებას პოლემიკის გარეშე არ ჩაუვლია. „ლილთან“ მატჩის 65-ე წუთზე სამხრეთ ამერიკელი ტომას ტუხელმა შეცვალა, რაზეც ფეხბურთელს კარგი რეაქცია არ ჰქონია.

ნეიმარი პირდაპირ გასახდელში გაეშურა და თანაგუნდელებს სათადარიგო სკამზე არ შეუერთდა. გერმანელმა სპეციალისტმა კი თამაშის შემდეგ შეგირდი დაიცვა.

„ნორმალურია, ბევრი ფეხბურთელი შეცვლის შემდეგ პირდაპირ გასახდელში მიდის. არ დამინახავს, რადგან მთლიანად თამაშზე და ტაქტიკაზე ვიყავი ორიენტირებული. ამ საკითხს განვიხილავთ, მაგრამ ახლა ამაზე არ ვისაუბრებ“, - აღნიშნა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ლილი“ მაურო იკარდისა და ანხელ დი მარიას გოლებით 2:0 დაამარცხა.

0.146759