ვეტერანი არგენტინელი ფეხბურთელი ხავიერ მასკერანო სამშობლოში ბრუნდება. Tyc Sports-ის ცნობით, სამხრეთ ამერიკელი 2020 წლის იანვრიდან „ესტუდიანტესის“ ღირსებას დაიცავს.
შედეგად, მასკერანოსა და ჩინური „ჰებეის“ ურთიერთობა სრულდება. 35 წლის ფეხბურთელმა „ესტუდიანტესის“ პრეზიდენტ ხუან სებასტიან ვერონთან შეთანხმებას უკვე მიაღწია.
მასკერანო არგენტინაში 2005 წლის შემდეგ ბრუნდება, როდესაც სამშობლო დატოვა და ბრაზილიურ „კორინთიანსში“ გადავიდა. შემდეგ კი, სხვადასხვა პერიოდში „ვესტ ჰემსა“ და „ბარსელონაში“ ითამაშა.