ფეხბურთი

23:40 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში კვირკველიამ პირველად ითამაშა

როგორც იქნა - რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სოლომონ კვირკველია ათამაშეს! ეს უდაოდ არის გამოსარჩევი ფაქტი, რადგან ქართველის სეზონის დებიუტი (უშუალოდ პრემიერლიგაში, რუსეთის თასზე ერთი თამაში ჩაატარა), მე-7 ტურში ჰქონდა.

იური სიომინმა „ტამბოვთან“ საგარეო მატჩი კვირკველია მოედანზე 46-ე წუთზე ვედრან ჩორლუკას ნაცვლად შეუშვა. „ლოკომოტივმა“ თამაში 3:2 მოიგო და სატურნირო ცხრილში 34 ქულით მეორე ადგილზეა.

შეგახსენებთ, კვირკველია 2.5 სეზონის განმავლობაში „რკინიგზელთა“ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, მაგრამ წელს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

0.11111