ფეხბურთი

23:27 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილის გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში გიორგი მერებაშვილმა გოლი გაიტანა. ქართველი შემტევის „ვისლა“ „გურნიკს“ ესტუმრა და შინ ქულით დაბრუნდა - 2:2.

მერებაშვილი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი, კერძოდ 43-ე წუთზე თავი გამოიჩინა. ჩვენებური მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და პირველ ცდაზე ვერ, მაგრამ მეორე მცდელობაზე ზუსტად დაარტყა და იმ დროისთვის თანაგუნდელები დააწინაურა - 1:2.

33 წლის შემტევს პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი აქვს ჩატარებული და მეორე გოლის გატანა მოახერხა.

პლოცკის „ვისლას“ რაც შეეხება, 27 ქულით „კრაკოვიასთან“ და „სლასკთან“ ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114181