ფეხბურთი

19:41 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაისი: "ეს ისტორიული შანსი და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის პლეი-ოფის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული შანსია.

„ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული შესაძლებლობაა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ შეგვიძლია ისტორია გადავწეროთ“, - თქვა ვაისმა უეფასთან საუბრისას.

სლოვაკის კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდმაც გამოაქვეყნა:

"საინტერესო წილისყრა გამოვიდა, გაგვიმართლა და სასიხარულოა, რომ ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში, გადამწყვეტ მატჩს საკუთარ მოედანზე ვითამაშებთ. ნახევარფინალში ადვილი მეტოქე არ გვყავს, ევროპის ჩემპიონატზე თამაში მათი ოცნებაცაა და ამიტომ ფინალში გასვლა ადვილი არ იქნება. პირველ რიგში სწორედ ნახევარფინალურ შეხვედრაზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ვაჩვენოთ რა შეგვიძლია და როგორი ძლიერი გუნდი გვყავს.

ერთა ლიგაზე ჩვენი გულშემატკივრები შესანიშნავ გარემოს ქმნიდნენ, ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის წინააღმდეგ სტადიონი სავსე იყო და ეს ფაქტორი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ სტადიონი მარტშიც გაივსება იმიტომ, რომ ქართველი გულშემატკივარს უდიდესი სურვილი აქვს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის და სჯერა ჩვენი ფეხბურთელების, ისევე როგორც მე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მიზნის მისაღწევად. ეს ადვილი არ იქნება, მოლოდინი ძალიან დიდია და შესაბამისად ფსიქოლოგიური წნეხი იზრდება".

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო 26 მარტს ბელარუსს უმასპინძლებს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ასევე თბილისში, ჩრდ. მაკედონიას ან კოსოვოს შეხვდება.

0.129607