ფეხბურთი

19:15 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "კონკურენციის პერიოდში სექსის დროს ნაკლები ძალისხმევის დახარჯვაა საჭირო"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ფეხბურთელებს სეზონის განმავლობაში სექსის დროს ნაკლები ენერგიის დახარჯვას ურჩევს.

„კონკურენციის პერიოდში, ურთიერთობა დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, საჭიროა რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევა, შესაბამისად, პარტნიორის ქვეშ ყოფნა. ისიც უმჯობესია, რომ ეს მეუღლესთან ხდებოდეს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, „ინტერი“ სერია A-ში 12 ტურის შემდეგ მეორე ადგილზეა და ლიდერ „იუვენტუსს“ ქულით ჩამორჩება.

0.110939