ფეხბურთი

17:44 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე თუ გავა, C ან F ჯგუფში ითამაშებს

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის დიდებული შანსი აქვს. ამისთვის გაზაფხულზე ერთა ლიგის D დივიზიონში გამარჯვება სჭირდება და დღეს გაირკვა, რომ ბელარუსთან გამარჯვების შემთხვევაში ფინალიც თბილისში გაიმართება.

მარტივად, რომ ვთქვათ, ბურთიც ჩვენია და მოედანიც. გარდა ამისა, ისიც გაირკვა, რომელ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს საქართველოს ნაკრები თუ ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს.

ორი ვარიანტია: C ან F ჯგუფი. C ჯგუფის მატჩებს ამსტერდამი და ბუქარესტი უმასპინძლებენ, ხოლო ორი წევრი უკვე ცნობილია - უკრაინა და ჰოლანდია. რაც შეეხება F ჯგუფს, აქ ჯერჯერობით მხოლოდ გერმანიის ნაკრების თამაშია გადაწყვეტილია, ხოლო ჯგუფური ეტაპის მატჩები მიუნხენსა და ბუდაპეშტში შედგება.

შეგახსენებთ, ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 30 ნოემბერს გაიმართება და დეტალურად გვეცოდინება რომელ ჯგუფში ითამაშებს ვლადიმირ ვაისის გუნდი, თუ რა თქმა უნდა, პლეი-ოფს წარმატებით დაძლევს.

0.131719