თამაშგარე

9:27 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამბიციური ირინა ტესლიუკი

თუკი აქამდე უკრაინული საფეხბურთო კლუბის, “ვერესის“არსებობის შესახებაც კი არ უწყოდით, ეს “შეცდომა“ შეგიძლიათ მალევე “გამოასწოროთ“ და აღიაროთ, რომ მთელს უკრაინაში ერთადერთი კლუბია, რომელსაც პრეზიდენტად ქალბატონი ყავს და თან როგორც ჩანს ეს ქალბატონი უბრალო ვინმე სულაც არაა.

ყოფილი და ბულვარული მედიისთვის ერთ-ერთი მუდმივი “საკბილო“, მოდელი ირინა ტესლიუკი წლების მანძელზე კლუბ “ვერესის“ ერთ-ერთი დ

ირექტორი იყო და რაკი რთული საფეხბურთო სისტემის მართვაში ნამეტანავად დიდი ნიჭი აღმოაჩნდა, გუნდის მფლობელმა მისი პრეზიდენტად დაწინაურება გადაწყვიტა.

ირინა ტესლიუკი როგორც ჩანს ამბიციური ადამიანიცაა და მისი არცთუ სახელოვანი კლუბის ქომაგებს არწმუნებს, რომ წარმატებათა სერია სულ მალე დადგება. ყოფილი მოდელი იმასაც ამბობს, რომ დიდ ფინანსურ ინვესტიციას ელოდება და შორს არაა დრო, როდესაც “ვერესის“ სახელს მთელს მსოფლიოში გაიგებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110657