ფეხბურთი

12:45 | 22.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ბეილის ტრანსფერზე მუშაობს

"რეალის" უელსელი შემტევი გარეთ ბეილი შესაძლოა თავის ყოფილ გუნდში, "ტოტენჰემში" დაბრუნდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლონდონელთა ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბეილის გადაბირებით არის დაინტერესებული და ის უელსელის გადაბირებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

ბეილი "ტოტენჰემის" ღირსებას 2007/13 წლებში იცავდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად 203 შეხვედრა ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა.

2013 წლიდან ბეილი "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავს. 238 შეხვედრა ჩაატარა და 104 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11584