მაურისიო პოჩეტინო „ტოტენჰემის“ ფეხბურთელებს პატარა, მაგრამ ემოციური წერილით დაემშვიდობა, რომელიც გასახდელში დატოვა.
„დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ვერ შევძელით დამშვიდობება. თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩვენს გულებში“, - დაწერა არგენტინელმა.
შეგახსენებთ, პოჩეტინო „ტოტენჰემს“ 2014 წლიდან წვრთინდა, მაგრამ ორი დღის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. მაურისიოს ადგილი „მამლების“ თავკაცის პოსტზე ჟოზე მოურინიომ დაიკავა.