"დალას მავერიკსის" სლოვენიელმა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა ნბა-ს ყველა დროის რეკორდი დაამყარა. "დალასმა" "გოლდენ სტეიტს" 142:94 მოუგო.
დონჩიჩმა 26 წუთში სამმაგი დუბლი შეასრულა, რაც ნბა-ს რეკორდია, აქამდე რეკორდი ლებრონ ჯეიმს ეკუთვნოდა, რომელსაც სამმაგი დუბლი 28 წუთში ჰქონდა გაკეთებული.
ასევე დონჩიჩი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის იტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ შეხვედრაში 35 ქულა ჩააგდო და თან სამმაგი დუბლი შეასრულა.