ფეხბურთი

10:47 | 22.11.2019 | ნანახია 0 - ჯერ

ბალოტელი ვარჯიშიდან გააძევეს

მარიო ბალოტელის „ბრეშას“ ვარჯიში დაატოვებინეს. როგორც Giornale di Brescia იტყობინება, იტალიელ თავდამსხმელს საწვრთნელი პროცესის დროს ერთ-ერთ თანაგუნდელთან შელაპარაკება მოუხდა. შედეგად, მთავარმა მწვრთნელმა ფაბი გროსომ ვარჯიშიდან გააძევა.

„მარიო, წადი, მარიო წადი!“ - მიმართა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ბალოტელის, რომელმაც თავის მხრივ, ბაზა იქამდე დატოვა, სანამ თანაგუნდელებმა ვარჯიში დაასრულეს.

გროსომ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა „ბრეშა“ და ბალოტელისთან ურთიერთობა ძალიან ცუდად დაიწყო. ამ ფაქტამდე, იყო შეცვლა, „ტორინოსთან“, რასაც მარიოს მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მოსალოდნელია, რომ ბალოტელი ლომბარდიულ გუნდს ზამთარში დატოვებს.

შეგახსენებთ, 29 წლის ფეხბურთელი „ბრეშას“ ზაფხულში შეუერთდა, მაგრამ დიდად ვერაფრით ეხმარება და მხოლოდ ორი გოლი გაიტანა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:22 | 25.10.2013
mushni (93569)

ცოდვაა..... მოდი

13:03 | 24.10.2013
kelbo (7279)

იმ რამდენიმე ამოტივტივებული ქალის სურათები მაინც დაგედოთ, ცოტა აზრი მიეცემოდა ამ სტატიაზე შემოსვლას

19:55 | 25.10.2013
dato.nanava (2529)

აჰაჰა

12:27 | 24.10.2013
lukamera (321)

ერთი მაგისიც.რაში გვაინტერესებს ესეთი ამბები

19:54 | 25.10.2013
dato.nanava (2529)

ადმინს აინტერესებს და გვიდებს

00:21 | 25.10.2013
mushni (93569)

მემარჯვენეა ჭაბუკობიდანDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064537