"რომას" მფლობელი ჯეიმს პალოტა მზადაა კლუბი 800 მილიონ ევროს სანაცვლოდ გაყიდოს. როგორც II Messaggero იუწყება, ახალ ინვესტორებთან მოლაპარაკება უვე დაწყებულია.
იტალიური გამოცემის ცნობით, "რომასადმი" ინტერესს ამერიკული კომპანია Friedkin Group-ი იჩენს. ყველაზე მაღალი შანსი აღნიშნულ კომპანიას აქვს. ასევე, კლუბის ხელში ჩაგდება Mubadala Development Company-ს, Adia-ს და ყატარის სამეფო ოჯახს სურს.
პალოტამ და კიდევ სამმა ამერიკელმა ინვესტორმა "რომა" 2011 წელს შეიძინეს. 2012 წლიდან ჯეიმსი კლუბის ხელმძღვანელი გახდა. პალოტას მმართველობის პერიოდში "რომას" ტიტული არ მოუპოვებია.