ფეხბურთი

22:18 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბეშიქთაშს" კარიუსის გამოსყიდვა სურს

"ბეშიქთაშს" გერმანელი მეკარის ლორის კარიუსის გამოსყიდვა სურს. "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი 26 წლის მეკარე თურქულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს, სტამბოლელებს კი სურთ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმონ. აღნიშნული ინფორმაცია თურქულმა გაზეთმა Fanatik-მა გაავრცელა.

კარიუსი "ბეშიქთაშში" 2018 წელს გაანათხოვრეს, რადგან "ლივერპულმა" ალისონი დაიმატა და გერმანელმა სათამაშო დროის მიზნით კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა. მას შემდეგ გერმანელმა 49 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაუშვა, 11 შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა შეძლო.

0.119599