ფეხბურთი

19:10 | 21.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ელ კლასიკოს" ისევ საფრთხე ემუქრება

„ბარსელონასა“ და „რეალის“ შეხვედრის ჩატარება საფრთხის ქვეშაა. ACB-ის ინფორმაციით, კატალონიაშია თამაშის დღეს არეულობაა მოსალოდნელი.

ადგილობრივი მომიტინგეები აპირებენ, რომ „რეალს“ სტადიონზე მიმავალ გზაზე ხელი შეუშალონ და გზის პარალიზება მოახდინონ. არაა გამორცხული ავტობუსზე თავდასხმის გეგმაც.

ხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე „სამეფო კლუბს“ თამაშის დღეს საკუთარი გეგმის მკაცრად გასაიდუმლოება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკო“ თავდაპირველად ოქტომბერში იყო ჩანიშნული, მაგრამ კატალონიაში შექმნილი ვითარების გამო თამაში 18 დეკემბერს გადაიტანეს.

0.10561